Tag Archives: სიბრძნენი

ფაქტიურად, კურიოზი

ახლა, ერთი კურიოზი უნდა გაგიმხილოთ. ეს კურიოზი უბრალო კურიოზი კი არაა, არამედ ჭკუის სასწავლებელი კურიოზია.

წაიკითხეთ და ისწავლეთ ჭკუა!

ერთხელ, მე, მითრიდატეჲ და კიდევ, ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შატალოზე ნარიყალაზე ავედით (ოდესღაც, ჩვენ სამნი ”საძმოდ” ვიწოდებოდით) და რა თქმა უნდა, ლუდიც ავიტანეთ. მე ”ჰერცოგი” მქონდა (დაიმახსოვრეთ), მითრიდატეჲს – ”გერმანული”, ხოლო მესამე მეგობარს ლუდი საერთოდ არ ჰქონია. ამ დღეს, კარგად შევზარხოშდით მეც და მითრიდატეჲც, სავარაუდოდ. კი არ დავმთვრალვართ, მაგრამ ძალიან კარგ ხასიათზე მოვედით, როგორც ალკოჰოლს სჩვევია (ახლა იწყება კურიოზი).

მე ჩემი ”ჰერცოგის” ნარჩენებს ვწრუპავდი. მითრიდატეჲ თავის ”გერმანულს” შეექცეოდა. საერთო მეგობარს კი ნარიყალაზე ”ეძინა” (ამ დღის მერე, ერთი პერიოდი, ტრადიცია დამყარდა, რომ ნარიყალაზე ასულებს აუცილებლად უნდა ”დაგვეძინა”. მართლა კი არ გვეძინა ბალიშებით და საბნებით, უბრალოდ, ვწვებოდით, თვალებს ვხუჭავდით და ვითომ გვძინავს). სწორედ, ამ დროს უდიადესი სიბრძნე მიაწვა ჩემს გონებას. ლექსი უნდა მეთქვა. და ამოვთქვი:

ჩემი ”ჰერცოგი” მთავრდება ნელა-ნელა,
და ეს მზეც ჩადის!

წარმოიდგინეთ, ნარიყალა, სიმშვიდე, ხალიხია გარშემო და თან, რაც ყველაზე მთავარია, დღეა (რა დროს მზის ჩასვლაა)!!!!!!!!!! ატყდა ხარხარი. ეს რა იცის ხანდისხან სიმთვრალემა. აეუფ!

დასკვნა: თუ არ გინდათ მსგავსი სიბრძნეები თქვენც წარმოსთქვათ და გარშემო მყოფნი ”გეკაიფნონ”, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან ან იმათ დაალევინეთ მეტი.

Tagged , , , , , , , ,

უნივერსალური განმარტება

ამ სურათზე ნაჩვენებია სიტყვა “sabbatical”-ის უნივერსალური და ყოვლად ამომწურავი განმარტება. ნათელია, რომ ამ განმარტების წაკითხვით ყველა იგებს ამ უცხო სიტყვის შინაარსს და ეს ყოველივე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს იმდენად დიდი სიბრძნეა, თავი ვერ შევიკავე, რომ თქვენთვის არ გამეზიარებინა. ჰნახვეჲთ და დატკბით. ეს სიბრძნე სხვათა ხალხთაც გაუზიარეთ.
საბატიკალი

საბატიკალი

Tagged , , , ,