ზევსი

რა არის ზევსი და საერთოდ, საიდან მოვიტანეთ ეს ზევსი? თქვენ შეგიძლიათ ზევსის განმარტება, აი, ამ სიბრძნის ლექსიკონში იხილოთ ან აი, აქ (კაცი, ზეკაცი; ვსი, ზევსი) წაიკითხოთ, მაგრამ, ასევე, შეგიძლიათ გააგრძელოთ ამის კითხვა და უფრო დაწვრილებით გაეცნოთ ზევსის ”დაარსების” ისტორიას.

ალბათ, მიხვდებოდით (ან ვერ მიხვდებოდით), რომ ეს ზევსი სწორედ ის ზევსია ბერძნულ მითებში ასე ხშირად რომ გვევლინება. ზევსისა და მისი რისხვის საწყისიც სწორედ ამ მითებშია. შესაძლოა, ისიც გაგიგიათ, რომ ზევსის რისხვას ელვის სახე ჰქონდა. ანუ მისი იარაღი იყო ელვა, რომელსაც ჰეფესტო უჭედავდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს გვიფიქრია ზევსისთვის და მისი წმინდა სახელისთვის რაიმე შეურაცხყოფის მიყენება თუ ლაფის წაცხობა (ბოლო განსაკუთრებით). ზევსის ფენომენი კი, როგორც სკოლის პერიოდში ხშირად ხდება ხოლმე,  შატალოზე ყოფნისას დაიბადა. მაშვინ, თუ სწორად მახსოვს (კაცს ღვინო უნდა უყვარდეს…), შატალოზე ვიყავით მითრიდატეჲ, მე (ანუ ციცერონი) და განუმეორებელი კვანტური ფილოსოფიის ფუძე (შეიძლება, ჩუენთან ერთად ვინმე სხვაც იყო, მაგრამ ისტორიამ ეს ინფორმაცია არ შემოგვინახა).

ახლა, მცირედ კვანტური ფილოსოფიის ფუძის შესახებ. ის ჩვენი კლასელი იყო, რომელსაც ჩუენ შევარქვით კვანტური ფილოსოფიის ფუძე. მისი განმარტება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სიბრძნის ლექსიკონში.

სკოლიდან გაჩერებაზე მივდიოდით. ამ დროს, თუ სწორად მახსოვს (კაცს ღვინო…), მითრიდატეჲმ რაღაცის გამო წარმოსთქვა, ზევსის რისხვა დაგვატყდება თავსაო!!! ჰოდა, ამის მერე დაიბადა ზევსიც, მისი რისხვაც და ყოვლისმმუსვრელი კამაზიც.

კიდევ, ცხენპუშკინას დაბადების ისტორიაც შეგვიძლია გაგიზიაროთ. ცხენპუშკინა რომ შექმნა მითრიდატეჲმ (შექმნის მოკლე ისტორია აქ), ერთმა ჩვენმა კლასელმა ამის თაობაზე ქართულის გაკვეთილზე მას უწოდა Александр Сергеевич Лошадь. ჰოდა, ამის მერე, ცხენპუშკინას მეორე სახელია А.С. Лошадь. სამადგილიანი ცხენპუშკინა კი მაშინ შეიქმნა, როდესაც მე შემთხვევით საშუალოზე უფრო გრძელტანიანი ცხენპუშკინა დავხატე, მითრიდატეჲს ვანახე და ვრქუე, ეს ცხენპუშკინაა-მეთქი, სამადგილიანი (ნუ, ხომ მიხვდით, ორადგილიანი დასაჯდომი ხომ არის მანქანაში, და აქ სამადგილიანი).

ესეც ასე. ყოველივეს ფარდა აეხადა და სიმართლეც დაიწერა.