Category Archives: ლექსნი

ბეურ მყუართა და ბეურ ზევსთა ბრძოლაჲ სამადგილიანი ცხენპუშკინების მდელოზედა

(გ.შ.-დან 528 წელი (გერცის შობითგან 528 წელი)) 

აღორძინდება ბუდეჲ მყუართა,
ფეხს მოიკიდებს წყევლა ცხენქალთა,
და შეჰმუსრავენ სახლსა ზევსათა!
მყვართ შემოსევაჲ მოდის ყოველგზის!

რისხუანი ზეუსთა წინ აღუდგებიან,
მყვარნი უფრო ძლიერნი აღმოჩნდებიან,
და მიწის პირთაგან ყოუელს აღგავიან,
მყვართ შემოსევაჲ მოდის ყოველგზის!

მყვართა არმია სცელავს საქრცხვინეთს (ბევრი მყვრები),
მყვართა არმია სთელავს სანიყვეთს (ბევრი ნიყვები),
მყვართა არმია მიადგა საზევსეთს (ბევრი ზევსები),
მყვართ შემოსევაჲ მოდის ყოველგზის!

ლექსის გაგრძელება ისტორიამ არ შემოგუინახა 

Tagged , , , , , , , , , , , , , , ,

მყვარს

მყვარი არს დიდი სიბრძნეჲ,
ბრძენთაგან ბრძნული თქმულია,
ფილოსოფოსთა ფუძეჲ
და თვით საქებლად რთულია!

ხამს ენამჭევრი მეტყველი,
რათა მან აქოს მყვარია,
არა არს მყვრისა მძლეველი,
მყვარი ძაან მაგარია!!! 

Tagged ,

გაგრძელებაჲ პოემისაჲ ”ბეურ მყუართა და ბეურ ზევსთა ბრძოლაჲ სამადგილიანი ცხენპუშკინების მდელოზედა”

პასუხჲ მიწერილ იქნა გ.შ-დგან (გერცის შობიდგან) 568 წელსა, თვესა ნოვემბერსა, რიცხვსა 52-სა, დღესა პარასკებსაჲ. ვცხოურობ იმედით, რამეთუ ადრესატჲ იგი მიიღებს მალე მუნით! 

მყვართა უხდებათ ნაჯახი,
ზევსთა კი მშვილდჲ ისრებით,
А.С. Лошадь-ს ცხენქალა ლამაზი
და გვეშველება! (ვცხოვრობ იმედით!)

გადაშენდება მყვრები და
გადაშენდება ზევსები,
დაგვრჩება მხოლოდ ერთი მყვარი და
ერთი ზევსი თვისი ზევსათი!

თუ არ უშველოს, არსებობს
აირი ცრემლსადენჲო
იტირებენ და კვდებიან
ჩუენნი ყოველნი მტერნიო!

გადაწყუეტილებაჲ მიღებულ არს, ფრიად ბრძნული. ტაპორჲ იგი ახალი, პადუალში დევს, მშვილდი ისრებითურთ კლადოვკაში, ხოლო გაზიჲ იგი ცრემლისა მდენელი და მკვლელი ლობიოში არს. ჭამეით და მიხუდებით!

Tagged , , , , , , , , , , ,

ბანჯგვლიანი ღამეჲ


ბან
გვლიანი ღამე გველის,
ვაი, რა გვეშველება!
არაუშავს, გადვურჩებით,
თუ ზევსი მოგვეშველება!

ცაზე უკვე მთვარეც გამოჩნდა,
ღამე იმოსება ბანჯგვლით,
ზევსი მშველელი თუ არ აღმოჩნდა,
ვაი, ჩვენი ბრალი! 

ავტორთა შენიშვნა: ეს ლექსი დაწერილ იქნა სინთეზურად მითრიდატეჲსა და ციცერონის მიერ. პირველი სტროფი და ბოლო სტრიქონი ეკუთვნის მითრიდატეჲს, ხოლო დანარჩენი ციცერონს.
Tagged , , ,

ლექსი ცხენქალაზე

ტანად გაქვს ბოძებულ ტანი ცხენისა,
სახე კი შენ გაქვს ტურფა ქალისა,
ვის არ შეშურდეს შენი სილამაზისა
მზეთა მზის მზისა დამთრგუნავისა! 

Tagged ,

ეძღვნება А.С.Лошадь-ს

სამადგილიანი ცხენპუშკინა

სამადგილიანი ცხენპუშკინა

შენ განანათლე თვით პოეზია,
ფუძე დაუდე ყოლიფერ სიბრძნეს,
მხოლოდ შენ მოგიძღვნეს მათ ელეგია,
მათ თუის ღმერთად მხოლოდ შენ გიცნეს!

შენს სადიდებლად დიადი ციყვი
მუხლს იდრეკს ამაყად, მოურიდებლად,
მას ჰბაძავს პატარა სოკოჲ ნიყვი,
რომელიც წვიმას ელის უდარდელად!

ზეგარდმო ზევსას ლოცვაჲ გიფარავს,
შენ ხარ რჩეული თვით ცხენქალასი,
ზევსიც შენ კიდევ დიდხანს დაგიფარავს,
ჩვენო კუმირო სამადგილიანო ცხენპუშკინა! 

Tagged , , , , , ,

ვივა ციცერონ!

გაუმარჯოს ჩვენს ციცერონს,
ჩვენს მეგობარს, ჩვენს გენიას,
ხან ანგელოზს, ხან კი დემონს,
საფრანგეთს და გერმანიას!

ავტორის შენიშვნა: ”ციცერონმა სთქვა…”
Tagged

მფრინავი ციყვი

მფრინავი ციყვი

მფრინავი ციყვი

მფრინავი ციყვი მიფრინავს,
მიანგრევს არე-მარესა,
მის მსგავსი არვის უნახავს,
არც ზევსსა და არცა გერცსა!

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ციყვი! 

Tagged , , ,