Tag Archives: ცხოვრებისეული გამოცდილება

ბედი ბანჯგვლისა

პოემა დაწერილია ცხოვრებისეული გამოცდილებით. ავტორი უცნობია.
ვარაუდობენ, რომ ავტორი შეიძლება ყოფილიყო ციყვი, მაგრამ სარწმუნო არაა.
”რაც მოგივა ის მოგივაო!” ხალხური ზეპირსიტყვიერება

იმ ღამით, როს ესე ამბავი მოხდა, ცაზე იდგა ბადრი მთოვარე,
იმ ღამით ყოველი კაი წახდა, ზევსიც იყო ფრიად მგლოვიარე!

გადაეწყვიტათ სიკვდილის შვილებს ბანჯგვლთ სამეფოსი სრულად წაბილწვა,
შეკრბნენ ერთ დარბაზს, დაიწეყეს ბჭობა, დაიწყეს ფიქრი,

მზაკვრულ აზრთ ფრქვევა.სიკვდილის ბუზი გაგზავნა, მათ ერთხმად ეს გადაწყვიტეს,
რომელიც ჰბილწავს და ერთობ ანგრევს ყოლიფერს რაც შეხვდეს!

სიკვდილის ბუზი მიფრინავს საბანჯგვლეთისა მხარესა,
სისხლი იქნება დაღვრილი ამ ბედისწერის შავ დღესა!

შეიქმნა ომი ძლიერი ბანჯგვლების სამეფოშია,
სიკვილის ბუზი ანგრევდა, რაც იყო დასანგრევია,

მათ სიცოცხლეებს ზედ აჯდა, ბუზი ის, დიაღ, მსტოვარი,
ბანჯგვლებს შემუსვრა მოელით, საშველი არ გზის არ არის!

სიკვდილის ბუზსა უშიშრად ეძგერა მითრიდატეჲ,
ძალიანა კი ეცადა, ვერა დააკლო რამეჲ.

თუმც ძლიერება ბანჯგვლისა სიკვდილის ბუზსა სჭარბობდა,
შეცვლა ბედისა ბანჯგვლისა უკვე გვიან იქნებოდა.

ესეა ნათქვამი ოდითგან ოდით: ”ვინც ვერ გააწყოს ვეღარაფერი,
და ვერცა ბრძოლით და ვერცა გოდვით, თავისა თავზე ახი არისო!

Tagged , , , , , , , , , ,

მცირე ისტორიული ნარკვევი პოემისა

კაცი სწავლული

კაცი სწავლული

”ბედი ბანჯგვლისას” ავტორი ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია. ჩვენამდე მისი ორი ვარიანტია მოღწეული. მეცნიერთა ვარაუდით იგი დიადი ციყვის დაწერილი უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის. ნაწარმოები ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. მასში ავტორი ოსტატურად აღგვიწერს ბანჯგვლთა სამეფოს წახდენის ისტორიას და არაერთ ისტორიულ ფიგურას მოიხსენიებს (მითრიდატე, ზევსი, სიკვდილის ბუზი). ნაწარმოების ბოლოსა და თავში კი ხალხური სიბრძნეებიცაა გამოყენებული. როგორც ჩანს, იმ დროში ფრიად მწიგნობარი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. დაწერის თარიღიც ასევე უცნობია, რადგან ციყვის მოღვაწეობის წლები ჯერ მეცნიერებს არ დაუდგენიათ და უცნობი ავტორისა ხომ მითუმეტეს. მიმდინარეობს მუხლჩაუხრელი მუშაობა. იმედია, მომავალში მოხდება თარიღის დადგენა, რასაც ჩვენს ერთგულ მკითხველს გაზეთ ”ფიჩოსან TIMES”-ში შევატყობინებთ.

ისტორიული მომიხილვა გააკეთა
პროკლე დობორჯგინიძემ

Tagged , , , , , , , , , ,