Tag Archives: სიბრძნე

სიბრძნის წყარო

მსგავსი შინაარსის ჩანაწერს, ვგონებ, აქამდეც იხილავდით ამ ბლოგსა ზედა, კერძოდ, აქ. აქვე ხსენებული სიბრძნე ზეპირ ისტორიულ წყაროებზედ იყო დაფუძნებული, რამეთუ ნამდვილი დოკუმენტაცია დროის ჟამთა სვლას არ შემოუნახავს. გუშინ წინ საოცარი აღმოჩენა გაკეთდა, რისთვისაც წმინდა თეთრ მყვარსა და  ზევსს უნდა ვუმადლოდეთ ყოველნი. აი, რას ჰქვიან ზევსის წყალობაჲ. სიბრძნის წყაროს დამადასტურებელი უსტარ იქნა აღმოჩენილ კარადასა შიგან, კერძოდ, რუსულ-ინგლისური ლექსიკონის ფურცლებს შორის მოთავსებული. უსტარი იგი 2006 წლით არს დათარიღებულ. თუმცა, სიბრძნენი კეთილნი 2005 წლის ბოლოს ეკუთვნის, ხოლო მომდევნო წელს ისინი გადაწერილ იქა. წარმოგიდგენთ უსტარის შინაარსს:

ზევსმა სთქუა: ცხოვრება ძნელიაო.

ზევსის სიბრძნე: ”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიცოცხლე უნაძრახოჲ!”

მითრიდატეს სიბრძნე: ”სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.”

მყვრების ხალხური სიბრძნე: ”როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება…” (გაგრძელება ისტორიამ არ შემოგვინახა. მეცნიერებს აქვთ ორი მოსაზრება, თუ როგორი ბოლო უნდა ჰქონოდა ამ სიბრძნეს: 1. ”…რაღაც ზებუნებრივი, რასაც მყვრისეული გონება ვერ ახსნის”, და 2. ”…ბუნებრივი პროცესი, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით!”)

ბ.ღ.ჲ-ს სიბრძნე: ”ნიყვნი ბჭობდნენ, მფრინავი ციყვი იცინოდაო!”

და ბოლოს, ”სიბრძნის წყარო” გთავაზობთ დასასრულისთვის დიადი ზებუნებრივი სამადგილიანი ცხენპუშკინას ექსკლუზიურ სიბრძნეს: ”დედამიწა მრგვალია!”

2006 წ.

გადლობთ ყურადღებისთვინ.

Tagged , , , , , , , , , , , ,

გამონათქვამნი კეთილნი ანუ სიბრძნე + (პლუსი)

მფრინავი ციყვის სიბრძნე:

მფრინავი ციყვი ბჭობდა, ზევსი იცინოდაო.

ვ.ფ.-ს სიბრძნე:

სკოლაში რომ მიხვალ, ისტორიაზე არ უნდა შეხვიდეო.

ზევსის სიბრძნე:

სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ეპიკურეს სიბრძნე:

სანამ ჩვენ ვართ, მანამ სიკვდილი ჯერ არ არის.

მყვართა სიბრძნე:

როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ბუნებრივი მოვლენა. როდესაც ხედავ, რომ ჩამოზვავებაა, ეს იმას ნიშნავს რომ…

მყვართა სიბრძნის გაგრძელება ისტორიამ აღარ შემოგვინახა. კაცნი მეცნიერნი ვარაუდობენ ორ დასასრულს:

…რომ ხდება ზებუნებრივი მოვლენა, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით

ან

…რომ ხდება რაღაც ისეთი, რასაც მყვრული გონება ვერ მისწვდება.

სამწუხაროდ, სხვა სიბრძნე ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს სიბრძნეებიც ისეთი ცნობილი ისტორიკოსების მიერაა აღდგენილი როგორებიც არიან პროკლე დობორჯგინიძე, ბახვა ბახვას ძე ბახვაძე, ინოკენტი ფოცხვერაშვილი, ბრძოლვერლდ სიკუნტრულიშვილი და სხვ. სიბრძნეების აღდგენა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ისინი ჟამთა სვლამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. საჭირო გახდა ზემოთხსენებული ხალხის ჩარევა, რათა ეს სიბრძნე და სიდიადე არ გაჰყოლოდა დროის მდინარის ნიაღვარს.
გულითად მადლობას ვუხდით ამ ხალხს დახმარებისთვის. ზევსი ამ სიკეთეს არ დაივიწყებს.

Tagged , , , , , , , , , , , ,

მცირე ისტორიული ნარკვევი პოემისა

კაცი სწავლული

კაცი სწავლული

”ბედი ბანჯგვლისას” ავტორი ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია. ჩვენამდე მისი ორი ვარიანტია მოღწეული. მეცნიერთა ვარაუდით იგი დიადი ციყვის დაწერილი უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის. ნაწარმოები ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. მასში ავტორი ოსტატურად აღგვიწერს ბანჯგვლთა სამეფოს წახდენის ისტორიას და არაერთ ისტორიულ ფიგურას მოიხსენიებს (მითრიდატე, ზევსი, სიკვდილის ბუზი). ნაწარმოების ბოლოსა და თავში კი ხალხური სიბრძნეებიცაა გამოყენებული. როგორც ჩანს, იმ დროში ფრიად მწიგნობარი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. დაწერის თარიღიც ასევე უცნობია, რადგან ციყვის მოღვაწეობის წლები ჯერ მეცნიერებს არ დაუდგენიათ და უცნობი ავტორისა ხომ მითუმეტეს. მიმდინარეობს მუხლჩაუხრელი მუშაობა. იმედია, მომავალში მოხდება თარიღის დადგენა, რასაც ჩვენს ერთგულ მკითხველს გაზეთ ”ფიჩოსან TIMES”-ში შევატყობინებთ.

ისტორიული მომიხილვა გააკეთა
პროკლე დობორჯგინიძემ

Tagged , , , , , , , , , ,