Tag Archives: კამაზი

ლეგენდაჲ იგი კეთილი ფრიად

ერთხელ, ნაპოლეონ მორიგი ბრძოლის შემდეგ მზის ჩასვლას გაჰყურებდა. ამ სურათით მოჯადოებულმა ინატრა, ნეტავ, მეც მზე ვყოფილიყავი, ჩემი მზერა ხალხს არ მობეზრდებოდაო.
ამ დროს, თურმე, ცა გახსნილა და იქიდან საფოსტო მტრედი ჩამოფრენილა. ის მტრედი ნაპოლეონთან მიფრენილა, კონვერტი მიუცია და უკან აფრენილა. კონვერტი რომ გახსნა, ზედ ოქროსფერი ასოებით ეწერა:

მეორედ არ გაბედო მზედ გახდომის სურვილი! ზევსმა მხოლოდ მზეჲ დაადგინა მზედ ჩუენდა და არავის ძალუძლს და ხელ ეწიფების ამის შეცულაჲ და თუ არ დაჰმორჩილდები, გეწვევა ზევსის დიადი რისხუანი და რადგან მე-19 საუკუნეში კამაზი ჯერ არ გამოუგონიათ, თმების ატრუსვა არ აგცდება!


და მას მერე დადუმდა ნაპოლეონ და არღარა იკადრა რისმე გაბედვაჲ და მზისა შედარებაჲ და გაეშურა საჭმელად.

 

Tagged , , , , , , , ,

ზევსის რისხვა

ზევსის სახელობის სტუდია

ზევსის სახელობის სტუდია

ზევსმა გარდასჭდა ხელი ძლიერი
თვისსა რისხვათა ფრიად ძლიერთა,
ვერ გადურჩება მათ სულიერი,
თუ არ გასთელენ კამაზნი მათთა!

შენიშვნა ავტორთა: ზევსის უძლეველ რისხვას მხოლოდ ერთი და ერთადერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ეს მოწინააღმდეგე კი არის მრავალთმმუსვრელი კამაზი. მხოლოდ კამაზს ძალუძლს რისხვისა კეთილისა გათელვაჲ და შეჩერებაჲ, თუმცა, ეს ფრიად ძნელი საქმეა.
Tagged , , ,