Tag Archives: ისტორია

გამონათქვამნი კეთილნი ანუ სიბრძნე + (პლუსი)

მფრინავი ციყვის სიბრძნე:

მფრინავი ციყვი ბჭობდა, ზევსი იცინოდაო.

ვ.ფ.-ს სიბრძნე:

სკოლაში რომ მიხვალ, ისტორიაზე არ უნდა შეხვიდეო.

ზევსის სიბრძნე:

სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ეპიკურეს სიბრძნე:

სანამ ჩვენ ვართ, მანამ სიკვდილი ჯერ არ არის.

მყვართა სიბრძნე:

როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ბუნებრივი მოვლენა. როდესაც ხედავ, რომ ჩამოზვავებაა, ეს იმას ნიშნავს რომ…

მყვართა სიბრძნის გაგრძელება ისტორიამ აღარ შემოგვინახა. კაცნი მეცნიერნი ვარაუდობენ ორ დასასრულს:

…რომ ხდება ზებუნებრივი მოვლენა, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით

ან

…რომ ხდება რაღაც ისეთი, რასაც მყვრული გონება ვერ მისწვდება.

სამწუხაროდ, სხვა სიბრძნე ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს სიბრძნეებიც ისეთი ცნობილი ისტორიკოსების მიერაა აღდგენილი როგორებიც არიან პროკლე დობორჯგინიძე, ბახვა ბახვას ძე ბახვაძე, ინოკენტი ფოცხვერაშვილი, ბრძოლვერლდ სიკუნტრულიშვილი და სხვ. სიბრძნეების აღდგენა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ისინი ჟამთა სვლამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. საჭირო გახდა ზემოთხსენებული ხალხის ჩარევა, რათა ეს სიბრძნე და სიდიადე არ გაჰყოლოდა დროის მდინარის ნიაღვარს.
გულითად მადლობას ვუხდით ამ ხალხს დახმარებისთვის. ზევსი ამ სიკეთეს არ დაივიწყებს.

Tagged , , , , , , , , , , , ,

ბეურ მყუართა და ბეურ ზევსთა ბრძოლაჲ სამადგილიანი ცხენპუშკინების მდელოზედა

(გ.შ.-დან 528 წელი (გერცის შობითგან 528 წელი)) 

აღორძინდება ბუდეჲ მყუართა,
ფეხს მოიკიდებს წყევლა ცხენქალთა,
და შეჰმუსრავენ სახლსა ზევსათა!
მყვართ შემოსევაჲ მოდის ყოველგზის!

რისხუანი ზეუსთა წინ აღუდგებიან,
მყვარნი უფრო ძლიერნი აღმოჩნდებიან,
და მიწის პირთაგან ყოუელს აღგავიან,
მყვართ შემოსევაჲ მოდის ყოველგზის!

მყვართა არმია სცელავს საქრცხვინეთს (ბევრი მყვრები),
მყვართა არმია სთელავს სანიყვეთს (ბევრი ნიყვები),
მყვართა არმია მიადგა საზევსეთს (ბევრი ზევსები),
მყვართ შემოსევაჲ მოდის ყოველგზის!

ლექსის გაგრძელება ისტორიამ არ შემოგუინახა 

Tagged , , , , , , , , , , , , , , ,

მყვრისტყაოსანი

ნაწყვეტი პოემიდგან ”მყვრისტყაოსანი” 

იყო საზევსეთს ზევსაჲ, ღმერთი ღვთისაგან ჭკვიანი,
მაღალი და გონიერი, მაგრამ ძაან რისხვიანი,
სხივებით განათებული, არის ფრიადად მზიანი,
არა აქვს მისსა დიდებას რამე ცრუ, თუნდა ზიანი!
 


აგრძელება ამ კეთილი პოემისა, ისევე როგორც სხვა ბევრი რამ, ჟამთა სვლამ არ შემოგვინახა. დიდად სამწუხაროა რომ ეს არაჩვეულებრივი შედევრი დაწერილი ცხენპუშკინა სამადგილელის მიერ ასე დაიკარგა და მივიწყებას მიეცა. თუმცა, ეს შემორჩენილი პირველი სტროფიც ძალიან დიდი საგანძურია ჩვენთვის და იმედია სხვა დანარჩენ ნაწილებსაც მივაგნებთ. იმედი ბოლოს კვდებაო, ალბათ, თქვენც გაგიგიათ.
პოემის დედააზრი ჩვენთვის უცნობია. სავარაუდოდ, იგი რაიმე საგმირო საქმის შესახებ უნდა მოგვითხრობდეს.



Tagged , , , , , , ,

მცირე ისტორიული ნარკვევი პოემისა

კაცი სწავლული

კაცი სწავლული

”ბედი ბანჯგვლისას” ავტორი ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია. ჩვენამდე მისი ორი ვარიანტია მოღწეული. მეცნიერთა ვარაუდით იგი დიადი ციყვის დაწერილი უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის. ნაწარმოები ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. მასში ავტორი ოსტატურად აღგვიწერს ბანჯგვლთა სამეფოს წახდენის ისტორიას და არაერთ ისტორიულ ფიგურას მოიხსენიებს (მითრიდატე, ზევსი, სიკვდილის ბუზი). ნაწარმოების ბოლოსა და თავში კი ხალხური სიბრძნეებიცაა გამოყენებული. როგორც ჩანს, იმ დროში ფრიად მწიგნობარი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. დაწერის თარიღიც ასევე უცნობია, რადგან ციყვის მოღვაწეობის წლები ჯერ მეცნიერებს არ დაუდგენიათ და უცნობი ავტორისა ხომ მითუმეტეს. მიმდინარეობს მუხლჩაუხრელი მუშაობა. იმედია, მომავალში მოხდება თარიღის დადგენა, რასაც ჩვენს ერთგულ მკითხველს გაზეთ ”ფიჩოსან TIMES”-ში შევატყობინებთ.

ისტორიული მომიხილვა გააკეთა
პროკლე დობორჯგინიძემ

Tagged , , , , , , , , , ,