Tag Archives: იმედი

პატარა, არც ისე ნამდვილი ლეგენდა ნარიყალაზე…

ნარიყალა

ნარიყალა

ადრე, თურმე, ნარიყლას ციხის ადგილას კუნძული იყო. მას მდინარე მტკვარი გარს ერტყა და გაზაფხულზე მარტო ეს ადგილი გადაურჩებოდა ხოლმე დატბორვას.

ოთხი მგზავრი მიცურავდა გაზაფხულზე ჩერეზ მტკვარი: კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი და ზევსი. მათ იმედი გადაეწურათ, რომ ოდესმე ხმელეთს მიაგნებდნენ და გადაწყვიტეს გაყოფილიყვნენ. ზევსმა დასავლეთით გასცურა, ციკლოპმა აღმოსავლეთით, კენტავრმა ჩრდილოეთით, ადამიანმა კი სამხრეთით. თუ ვინმე მიწას ნახავდა, სხვებსაც წარიყვანდა და იქ დაისვენებდნენ. მოულოდნელად, საშიში შტორმი ატყდა, მდინარე ზღვასავით ღელავდა. ტალღები საშინლად ბორგავდნენ და ცამდე იტყორცნებოდნენ. ადამიანიც სწორედ ამ მორევში მოხვდა, გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა.
მეორე დილით ზევსს, ციკლოპს და კენტავრს, დათქმულ ადგილას რომ შეიკრიბნენ, გაუკვირდათ, ადამიანი რომ არ მოვიდა. თავიდან იფიქრეს, გადაგვაგდოო, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, სამხრეთით გაეცურათ და ენახათ, რა ბედი ეწია მოძმეს.
ბევრი იცურეს, ძალიან ბევრი და კუნძულს მოჰკრეს თვალი. ნაპირს რომ მიუახლოვდნენ, იქ უგონოდ მიგდებული ადამიანი დაინახეს. მოასულიერეს. ახალი კუნძული ძალიან მოეწონათ და დაარქვეს ნარიყალა. ჯერ კეციადზეს არქმევდნენ (კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი, ზევსი), მაგრამ სახელებს ინიციალები ამჯობინეს და გამოვიდა ნარიყალა (ნაღტარი, რინდგუმი, ყამუზარდი, ლაფოცი. ნაღტარი ციკლოპს ერქვა, რინდგუმი ზევსის ნიკი იყო სკაიპში, ყამუზარდი კენტავრს ერქვა და ლაფოცი, ანუ მოფერებით ღლაფოცი – ადამიანს).
ნუ, მერე იქ ციხე აშენდა და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.შ.
Tagged , , , , , , , , ,

გაგრძელებაჲ პოემისაჲ ”ბეურ მყუართა და ბეურ ზევსთა ბრძოლაჲ სამადგილიანი ცხენპუშკინების მდელოზედა”

პასუხჲ მიწერილ იქნა გ.შ-დგან (გერცის შობიდგან) 568 წელსა, თვესა ნოვემბერსა, რიცხვსა 52-სა, დღესა პარასკებსაჲ. ვცხოურობ იმედით, რამეთუ ადრესატჲ იგი მიიღებს მალე მუნით! 

მყვართა უხდებათ ნაჯახი,
ზევსთა კი მშვილდჲ ისრებით,
А.С. Лошадь-ს ცხენქალა ლამაზი
და გვეშველება! (ვცხოვრობ იმედით!)

გადაშენდება მყვრები და
გადაშენდება ზევსები,
დაგვრჩება მხოლოდ ერთი მყვარი და
ერთი ზევსი თვისი ზევსათი!

თუ არ უშველოს, არსებობს
აირი ცრემლსადენჲო
იტირებენ და კვდებიან
ჩუენნი ყოველნი მტერნიო!

გადაწყუეტილებაჲ მიღებულ არს, ფრიად ბრძნული. ტაპორჲ იგი ახალი, პადუალში დევს, მშვილდი ისრებითურთ კლადოვკაში, ხოლო გაზიჲ იგი ცრემლისა მდენელი და მკვლელი ლობიოში არს. ჭამეით და მიხუდებით!

Tagged , , , , , , , , , , ,