Tag Archives: ზევსი

სიბრძნის წყარო

მსგავსი შინაარსის ჩანაწერს, ვგონებ, აქამდეც იხილავდით ამ ბლოგსა ზედა, კერძოდ, აქ. აქვე ხსენებული სიბრძნე ზეპირ ისტორიულ წყაროებზედ იყო დაფუძნებული, რამეთუ ნამდვილი დოკუმენტაცია დროის ჟამთა სვლას არ შემოუნახავს. გუშინ წინ საოცარი აღმოჩენა გაკეთდა, რისთვისაც წმინდა თეთრ მყვარსა და  ზევსს უნდა ვუმადლოდეთ ყოველნი. აი, რას ჰქვიან ზევსის წყალობაჲ. სიბრძნის წყაროს დამადასტურებელი უსტარ იქნა აღმოჩენილ კარადასა შიგან, კერძოდ, რუსულ-ინგლისური ლექსიკონის ფურცლებს შორის მოთავსებული. უსტარი იგი 2006 წლით არს დათარიღებულ. თუმცა, სიბრძნენი კეთილნი 2005 წლის ბოლოს ეკუთვნის, ხოლო მომდევნო წელს ისინი გადაწერილ იქა. წარმოგიდგენთ უსტარის შინაარსს:

ზევსმა სთქუა: ცხოვრება ძნელიაო.

ზევსის სიბრძნე: ”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიცოცხლე უნაძრახოჲ!”

მითრიდატეს სიბრძნე: ”სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.”

მყვრების ხალხური სიბრძნე: ”როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება…” (გაგრძელება ისტორიამ არ შემოგვინახა. მეცნიერებს აქვთ ორი მოსაზრება, თუ როგორი ბოლო უნდა ჰქონოდა ამ სიბრძნეს: 1. ”…რაღაც ზებუნებრივი, რასაც მყვრისეული გონება ვერ ახსნის”, და 2. ”…ბუნებრივი პროცესი, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით!”)

ბ.ღ.ჲ-ს სიბრძნე: ”ნიყვნი ბჭობდნენ, მფრინავი ციყვი იცინოდაო!”

და ბოლოს, ”სიბრძნის წყარო” გთავაზობთ დასასრულისთვის დიადი ზებუნებრივი სამადგილიანი ცხენპუშკინას ექსკლუზიურ სიბრძნეს: ”დედამიწა მრგვალია!”

2006 წ.

გადლობთ ყურადღებისთვინ.

Tagged , , , , , , , , , , , ,

საიდუმლო კოდი

ეს კურიოზი სწორედ ამ წამს გამახსენდა და გადავწყვიტე ჩავწერო, რათა შემდეგ ისევ არ დამავიწყდეს. ძალიან სასაცილო კურიოზიც არაა, მაგრამ როგორც ჩვენი ცხოვრების ისტორიის ნაწილი, იგი აქ უნდა დავწეროთ.

მაშვინ, როდესაც ჯერ კიდევ ინტერნეტ კაფეში დავდიოდით შატალოებზე ჩვენი მისსიის შესასრულებლად მე და მითრიდატეჲ, გადაგვხდა ეს კურიოზი. ერთი ის, რომ, თუ სწორად მახსოვს, რაღაც ინტერნეტ კაფე აღმოვაჩინეთ, რომელსაც ნიტო ზევსი ერქვა ნიტო ზევსის რისხვა ჰქონდა ნიშანად. მოკლედ, კურიოზი იყო ეგეც.

ახლა, დავუბრუნდეთ თავდაპირველს. შევედით ინტერნეტ კაფეში, ჩავრთეთ კომპიუტერები და როგორც ყოველთვის იაჰუ მესენჯერის ჩატში შევედით, ვინმეზე რომ გვეკაიფა. შევედით და ვეღაცამ ეგრევე მოგვწერა. ჩვენც ისეთი ბრძენები ვიყავით, რომ ძალიან დიდი რიცხვი დავუწერეთ და ვუთხარით, ეგ რიცხვი შეინახე საიდუმლო კოდიაო. მერე, ასეთი რამეები კიდევ ბევრს გავუგზავნეთ და ძალიან ბევრიც ვიღადავეთ. სულ ეს იყო ჩვენი კურიოზი. არის ისეთი კურიოზიც, რომლეზეც მხოლოდ იმ მომენტში გეცინება, როცა იგი ხდება, ხოლო, რომ მოყვები იგი  მთელს იელფერს ჰკარგავს.

Tagged , , , , , , ,

კატაჲ სახინკლეჲ

ვიდეოსა ამასა ზედა აღბეჭდულ არს კატაჲ სახინკლეჲ. კატაჲ იგი ვჰნახვეით, როს შატალოსა ზედა ვიყავნთ. სახელი იგი კეთილი – სახინკლეჲ, მინიჭებულ არს ჩუენსა მიერ. კატაჲ იგი სახინკლეჲ ჩუენ ჰვნახვეით ეზოსა შინა სადაც ბეური სახინკლეჲ არს. სახელი მისი სწორედ ამის გამო ვუწოდეჲთ. კატაჲ მორჩილ მოუჳდის ჩუენთა და არღარა მოერიდის. და მრქუა მე მითრიდატეჲ, რამეთუ ვიმეგობროთ კატაჲსთან და ვჰრქუე მე მას, ვითარცა თანახმა ვიყავ. ზამთარი აზრობდა იმ ჟამად კატაჲსა და ჩუენ კეთილად შეჳფარეჲთ და მოვეფერეჲთ მას. კატაჲ მიგუეჩუიეს და ხარობდეჲს ვითარცა ბალღი. საათსა ასე ათერთმეტსა დავაგდეით კატაჲ სახინკლეჲ და გავსწიეჲთ ჩუენი გზითა კეთილითაჲ. იმედი გვქონდაჲ, კატაჲ დღესა შემდეგსა დაგვხვდებაჲ მაგრამა არღარა დაგვხვდაჲ, რამეთუ სახინკლეჲ წასულ იყო.
ესე კატაჲ კეთილ არს!
ზევსი ფარავდეჲს კატაჲ სახინკლეჲს.
Tagged , , , , , , , ,

გერცი

გერცი

გერცი

იყო დრო, როდესაც გერცის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვიყავით. ახლაც მისი ფანები ვართ, მაგრამ ადრე განსაკუთრებით. თანაც ზევსი სწყალობდა გერცს. აი, ეს მშვენიერი წარწერაც ჩვენი სკოლის დაფაზე იმის დასტურია, რომ ჩვენ მისი ერთგულნი ვიყავით. ამ წარწერის გასაკეთებლად უამრავი ცარცი დაიხარჯა. პირველი წარწერა დაფის საშლელის ტირანიას შეეწირა. ხოლო, ეს, მეორე, წარწერა უკვე დავიცავით და სამარადჟამოდ აღვბეჭდეთ ფოტო სურათზედ.

დაე, ამ სურათმა იარსებოს მანამ, სანამ ჩვენ ვართ.
Tagged , , ,

ლეგენდაჲ იგი კეთილი ფრიად

ერთხელ, ნაპოლეონ მორიგი ბრძოლის შემდეგ მზის ჩასვლას გაჰყურებდა. ამ სურათით მოჯადოებულმა ინატრა, ნეტავ, მეც მზე ვყოფილიყავი, ჩემი მზერა ხალხს არ მობეზრდებოდაო.
ამ დროს, თურმე, ცა გახსნილა და იქიდან საფოსტო მტრედი ჩამოფრენილა. ის მტრედი ნაპოლეონთან მიფრენილა, კონვერტი მიუცია და უკან აფრენილა. კონვერტი რომ გახსნა, ზედ ოქროსფერი ასოებით ეწერა:

მეორედ არ გაბედო მზედ გახდომის სურვილი! ზევსმა მხოლოდ მზეჲ დაადგინა მზედ ჩუენდა და არავის ძალუძლს და ხელ ეწიფების ამის შეცულაჲ და თუ არ დაჰმორჩილდები, გეწვევა ზევსის დიადი რისხუანი და რადგან მე-19 საუკუნეში კამაზი ჯერ არ გამოუგონიათ, თმების ატრუსვა არ აგცდება!


და მას მერე დადუმდა ნაპოლეონ და არღარა იკადრა რისმე გაბედვაჲ და მზისა შედარებაჲ და გაეშურა საჭმელად.

 

Tagged , , , , , , , ,

პატარა, არც ისე ნამდვილი ლეგენდა ნარიყალაზე…

ნარიყალა

ნარიყალა

ადრე, თურმე, ნარიყლას ციხის ადგილას კუნძული იყო. მას მდინარე მტკვარი გარს ერტყა და გაზაფხულზე მარტო ეს ადგილი გადაურჩებოდა ხოლმე დატბორვას.

ოთხი მგზავრი მიცურავდა გაზაფხულზე ჩერეზ მტკვარი: კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი და ზევსი. მათ იმედი გადაეწურათ, რომ ოდესმე ხმელეთს მიაგნებდნენ და გადაწყვიტეს გაყოფილიყვნენ. ზევსმა დასავლეთით გასცურა, ციკლოპმა აღმოსავლეთით, კენტავრმა ჩრდილოეთით, ადამიანმა კი სამხრეთით. თუ ვინმე მიწას ნახავდა, სხვებსაც წარიყვანდა და იქ დაისვენებდნენ. მოულოდნელად, საშიში შტორმი ატყდა, მდინარე ზღვასავით ღელავდა. ტალღები საშინლად ბორგავდნენ და ცამდე იტყორცნებოდნენ. ადამიანიც სწორედ ამ მორევში მოხვდა, გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა.
მეორე დილით ზევსს, ციკლოპს და კენტავრს, დათქმულ ადგილას რომ შეიკრიბნენ, გაუკვირდათ, ადამიანი რომ არ მოვიდა. თავიდან იფიქრეს, გადაგვაგდოო, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, სამხრეთით გაეცურათ და ენახათ, რა ბედი ეწია მოძმეს.
ბევრი იცურეს, ძალიან ბევრი და კუნძულს მოჰკრეს თვალი. ნაპირს რომ მიუახლოვდნენ, იქ უგონოდ მიგდებული ადამიანი დაინახეს. მოასულიერეს. ახალი კუნძული ძალიან მოეწონათ და დაარქვეს ნარიყალა. ჯერ კეციადზეს არქმევდნენ (კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი, ზევსი), მაგრამ სახელებს ინიციალები ამჯობინეს და გამოვიდა ნარიყალა (ნაღტარი, რინდგუმი, ყამუზარდი, ლაფოცი. ნაღტარი ციკლოპს ერქვა, რინდგუმი ზევსის ნიკი იყო სკაიპში, ყამუზარდი კენტავრს ერქვა და ლაფოცი, ანუ მოფერებით ღლაფოცი – ადამიანს).
ნუ, მერე იქ ციხე აშენდა და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.შ.
Tagged , , , , , , , , ,

გამონათქვამნი კეთილნი ანუ სიბრძნე + (პლუსი)

მფრინავი ციყვის სიბრძნე:

მფრინავი ციყვი ბჭობდა, ზევსი იცინოდაო.

ვ.ფ.-ს სიბრძნე:

სკოლაში რომ მიხვალ, ისტორიაზე არ უნდა შეხვიდეო.

ზევსის სიბრძნე:

სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ეპიკურეს სიბრძნე:

სანამ ჩვენ ვართ, მანამ სიკვდილი ჯერ არ არის.

მყვართა სიბრძნე:

როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ბუნებრივი მოვლენა. როდესაც ხედავ, რომ ჩამოზვავებაა, ეს იმას ნიშნავს რომ…

მყვართა სიბრძნის გაგრძელება ისტორიამ აღარ შემოგვინახა. კაცნი მეცნიერნი ვარაუდობენ ორ დასასრულს:

…რომ ხდება ზებუნებრივი მოვლენა, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით

ან

…რომ ხდება რაღაც ისეთი, რასაც მყვრული გონება ვერ მისწვდება.

სამწუხაროდ, სხვა სიბრძნე ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს სიბრძნეებიც ისეთი ცნობილი ისტორიკოსების მიერაა აღდგენილი როგორებიც არიან პროკლე დობორჯგინიძე, ბახვა ბახვას ძე ბახვაძე, ინოკენტი ფოცხვერაშვილი, ბრძოლვერლდ სიკუნტრულიშვილი და სხვ. სიბრძნეების აღდგენა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ისინი ჟამთა სვლამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. საჭირო გახდა ზემოთხსენებული ხალხის ჩარევა, რათა ეს სიბრძნე და სიდიადე არ გაჰყოლოდა დროის მდინარის ნიაღვარს.
გულითად მადლობას ვუხდით ამ ხალხს დახმარებისთვის. ზევსი ამ სიკეთეს არ დაივიწყებს.

Tagged , , , , , , , , , , , ,