Tag Archives: გასკდა თავი

დაცვისა და ბოტანიკური ბაღის ისტორია

ეს არის ფორთოხალი

ეს არის ფორთოხალი

დიდი ხანია აქ არაფერი დაწერილა, ამიტომაც მე, ციცერონმა, გადავიწყვიტე რაიმე გავიხსენო მითირდატეჲსა და ჩემი მოკლე ცხოვრებიდან და აქ განვათავსო.

როგორ მაყიდინა მითირდატეჲმ უყველო ხაჭაპური, მოვყვე? თუმცა, ეს არც ისე სასაცილო ისტორიაა. უგემური უფროა, ვიდრე სასაცილო.

როგორ გადავძვერით ბოტანიკურ ბაღში და დაცვამ კინაღამ დაგვიჭირა, ეგ თუ იცით? ძალიან მოკლეა და მგონი, არ ისე კურიოზული, მაგრამ მაინც მოვყვები.

ერთხელ, მე და მითრიდატეჲ ნარიყალაზე ვიყავით. გადავწყვიტეთ ბოტანიკურ ბაღში ჩავმძვრალიყავით, რადგან იქ ერთი ჩასაძრომი გზა ვნახეთ. გზაც გვაინტერესებდა და ბოტანიკურიც. გადმოცემით ვიცოდით, რომ ბაღში შესვლა ფასიანი იყო. ჩვენ, როგორც ფულის მზოგავებსა და შემდეგ, ლუდის მყიდველებს, არ გვინდოდა ფინანსების დახარჯვა. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ გადავმძვრალიყავით. ყოველივემ მშვიდობიანად და ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ჩავედით ბაღში. უეცრად, ამ დროს, საიდანღაც დაცვა გამოჩნდა! ჩვენ არ შევიმჩნიეთ და სვლა განვაგრძეთ. დაცვამ გაგვაჩერა. ოფლმა დაგვასხა. ბილეთი თუ გაქვთო? ამ დროს, კარგად მახსოვს, რამდენი აზრი მომიფირინდა ერთდროულად თავში.

”რა ბილეთი? აქ ბილეთებიც არის? ეს რა უბედურებაა! რაღა ჩვენ მოგვადგა ახლა ეს კაცი? რომ გვითხრას, დროზე ბილეთიო, რა ვქნათ? ხომ შეიძლება რომ ბილეთი გზაში გადაგვეგდო? თუ რამე გვითხრა, ბილეთი გზაში გადავაგდეთ… ასე რატომ იღიმის (ეს დაცვა თან საეჭვოდ იღიმოდა, ამან უფრო შეგვაშფოთა)? დაგვენძრა? არა, რა დაგვენძრა… მართლა თუ დაგვენძრა მერე რა ვქნათ? არ შეგვერგო ეს ბოტანიკური ბაღი. გუხმეს ფეხი ვინც ეს კაცი აქეთ გამოუშვა! ჯარიმა რომ გადაგვახდევინონ? ლუდს ვეღარ ვიყიდით? ოღონდ ეს არა! თუ გვეჩხუბება და აქედან გაგვიშვებს? ეგ ჯობია. მგონი იმ ხეზე ციყვი ზის.”

აი, ასეთმა აზრებმა გაიელვეს ერთ წამში ჩემს თავში. და მე ვრქუე დაცვასა: ”ბილეთნი გვაქვს ყოველივე კეთილად და პატიოსნად!” არ ვიცი, მე ვიყავი დამაჯერებელი თუ დაცვას შევეცოდეთ, მაგრამ აქ თავი დაგვანება; არც ბილეთის ჩვენება მოუთხოვია, არც არაფერი და თავის გზას არხეინად გაუდგა. აი, ასე იყო.

შვებით ამოვისუნთქეთ მე დე მითრიდატეჲმ. მას მერე ბოტანიკურში აღარ ჩავსულვართ, რადგან ის ჩასაცვლელი ამოქოლილი დაგვხვდა (მაგრამ ახლა ისევ ღიაა და ჩაძვრომა თავისუფლად შეიძლება).

Tagged , , , , , , , , , , , , ,