Category Archives: სიბრძნენი

სიბრძნის წყარო

მსგავსი შინაარსის ჩანაწერს, ვგონებ, აქამდეც იხილავდით ამ ბლოგსა ზედა, კერძოდ, აქ. აქვე ხსენებული სიბრძნე ზეპირ ისტორიულ წყაროებზედ იყო დაფუძნებული, რამეთუ ნამდვილი დოკუმენტაცია დროის ჟამთა სვლას არ შემოუნახავს. გუშინ წინ საოცარი აღმოჩენა გაკეთდა, რისთვისაც წმინდა თეთრ მყვარსა და  ზევსს უნდა ვუმადლოდეთ ყოველნი. აი, რას ჰქვიან ზევსის წყალობაჲ. სიბრძნის წყაროს დამადასტურებელი უსტარ იქნა აღმოჩენილ კარადასა შიგან, კერძოდ, რუსულ-ინგლისური ლექსიკონის ფურცლებს შორის მოთავსებული. უსტარი იგი 2006 წლით არს დათარიღებულ. თუმცა, სიბრძნენი კეთილნი 2005 წლის ბოლოს ეკუთვნის, ხოლო მომდევნო წელს ისინი გადაწერილ იქა. წარმოგიდგენთ უსტარის შინაარსს:

ზევსმა სთქუა: ცხოვრება ძნელიაო.

ზევსის სიბრძნე: ”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიცოცხლე უნაძრახოჲ!”

მითრიდატეს სიბრძნე: ”სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.”

მყვრების ხალხური სიბრძნე: ”როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება…” (გაგრძელება ისტორიამ არ შემოგვინახა. მეცნიერებს აქვთ ორი მოსაზრება, თუ როგორი ბოლო უნდა ჰქონოდა ამ სიბრძნეს: 1. ”…რაღაც ზებუნებრივი, რასაც მყვრისეული გონება ვერ ახსნის”, და 2. ”…ბუნებრივი პროცესი, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით!”)

ბ.ღ.ჲ-ს სიბრძნე: ”ნიყვნი ბჭობდნენ, მფრინავი ციყვი იცინოდაო!”

და ბოლოს, ”სიბრძნის წყარო” გთავაზობთ დასასრულისთვის დიადი ზებუნებრივი სამადგილიანი ცხენპუშკინას ექსკლუზიურ სიბრძნეს: ”დედამიწა მრგვალია!”

2006 წ.

გადლობთ ყურადღებისთვინ.

Tagged , , , , , , , , , , , ,

ფრთხილად!!!

ეს, ვგონებ, მითრიდატეჲმ მოიგონა და თავი ვერ შევიკავე, აქ რომ არ დამეწერა:

ფრთხილად, ციყვი მოფრინავს!

Tagged , , , , ,

ფაქტიურად, კურიოზი

ახლა, ერთი კურიოზი უნდა გაგიმხილოთ. ეს კურიოზი უბრალო კურიოზი კი არაა, არამედ ჭკუის სასწავლებელი კურიოზია.

წაიკითხეთ და ისწავლეთ ჭკუა!

ერთხელ, მე, მითრიდატეჲ და კიდევ, ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შატალოზე ნარიყალაზე ავედით (ოდესღაც, ჩვენ სამნი ”საძმოდ” ვიწოდებოდით) და რა თქმა უნდა, ლუდიც ავიტანეთ. მე ”ჰერცოგი” მქონდა (დაიმახსოვრეთ), მითრიდატეჲს – ”გერმანული”, ხოლო მესამე მეგობარს ლუდი საერთოდ არ ჰქონია. ამ დღეს, კარგად შევზარხოშდით მეც და მითრიდატეჲც, სავარაუდოდ. კი არ დავმთვრალვართ, მაგრამ ძალიან კარგ ხასიათზე მოვედით, როგორც ალკოჰოლს სჩვევია (ახლა იწყება კურიოზი).

მე ჩემი ”ჰერცოგის” ნარჩენებს ვწრუპავდი. მითრიდატეჲ თავის ”გერმანულს” შეექცეოდა. საერთო მეგობარს კი ნარიყალაზე ”ეძინა” (ამ დღის მერე, ერთი პერიოდი, ტრადიცია დამყარდა, რომ ნარიყალაზე ასულებს აუცილებლად უნდა ”დაგვეძინა”. მართლა კი არ გვეძინა ბალიშებით და საბნებით, უბრალოდ, ვწვებოდით, თვალებს ვხუჭავდით და ვითომ გვძინავს). სწორედ, ამ დროს უდიადესი სიბრძნე მიაწვა ჩემს გონებას. ლექსი უნდა მეთქვა. და ამოვთქვი:

ჩემი ”ჰერცოგი” მთავრდება ნელა-ნელა,
და ეს მზეც ჩადის!

წარმოიდგინეთ, ნარიყალა, სიმშვიდე, ხალიხია გარშემო და თან, რაც ყველაზე მთავარია, დღეა (რა დროს მზის ჩასვლაა)!!!!!!!!!! ატყდა ხარხარი. ეს რა იცის ხანდისხან სიმთვრალემა. აეუფ!

დასკვნა: თუ არ გინდათ მსგავსი სიბრძნეები თქვენც წარმოსთქვათ და გარშემო მყოფნი ”გეკაიფნონ”, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან ან იმათ დაალევინეთ მეტი.

Tagged , , , , , , , ,

ლეგენდაჲ იგი კეთილი ფრიად

ერთხელ, ნაპოლეონ მორიგი ბრძოლის შემდეგ მზის ჩასვლას გაჰყურებდა. ამ სურათით მოჯადოებულმა ინატრა, ნეტავ, მეც მზე ვყოფილიყავი, ჩემი მზერა ხალხს არ მობეზრდებოდაო.
ამ დროს, თურმე, ცა გახსნილა და იქიდან საფოსტო მტრედი ჩამოფრენილა. ის მტრედი ნაპოლეონთან მიფრენილა, კონვერტი მიუცია და უკან აფრენილა. კონვერტი რომ გახსნა, ზედ ოქროსფერი ასოებით ეწერა:

მეორედ არ გაბედო მზედ გახდომის სურვილი! ზევსმა მხოლოდ მზეჲ დაადგინა მზედ ჩუენდა და არავის ძალუძლს და ხელ ეწიფების ამის შეცულაჲ და თუ არ დაჰმორჩილდები, გეწვევა ზევსის დიადი რისხუანი და რადგან მე-19 საუკუნეში კამაზი ჯერ არ გამოუგონიათ, თმების ატრუსვა არ აგცდება!


და მას მერე დადუმდა ნაპოლეონ და არღარა იკადრა რისმე გაბედვაჲ და მზისა შედარებაჲ და გაეშურა საჭმელად.

 

Tagged , , , , , , , ,

უნივერსალური განმარტება

ამ სურათზე ნაჩვენებია სიტყვა “sabbatical”-ის უნივერსალური და ყოვლად ამომწურავი განმარტება. ნათელია, რომ ამ განმარტების წაკითხვით ყველა იგებს ამ უცხო სიტყვის შინაარსს და ეს ყოველივე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს იმდენად დიდი სიბრძნეა, თავი ვერ შევიკავე, რომ თქვენთვის არ გამეზიარებინა. ჰნახვეჲთ და დატკბით. ეს სიბრძნე სხვათა ხალხთაც გაუზიარეთ.
საბატიკალი

საბატიკალი

Tagged , , , ,

გამონათქვამნი კეთილნი ანუ სიბრძნე + (პლუსი)

მფრინავი ციყვის სიბრძნე:

მფრინავი ციყვი ბჭობდა, ზევსი იცინოდაო.

ვ.ფ.-ს სიბრძნე:

სკოლაში რომ მიხვალ, ისტორიაზე არ უნდა შეხვიდეო.

ზევსის სიბრძნე:

სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ეპიკურეს სიბრძნე:

სანამ ჩვენ ვართ, მანამ სიკვდილი ჯერ არ არის.

მყვართა სიბრძნე:

როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ბუნებრივი მოვლენა. როდესაც ხედავ, რომ ჩამოზვავებაა, ეს იმას ნიშნავს რომ…

მყვართა სიბრძნის გაგრძელება ისტორიამ აღარ შემოგვინახა. კაცნი მეცნიერნი ვარაუდობენ ორ დასასრულს:

…რომ ხდება ზებუნებრივი მოვლენა, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით

ან

…რომ ხდება რაღაც ისეთი, რასაც მყვრული გონება ვერ მისწვდება.

სამწუხაროდ, სხვა სიბრძნე ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს სიბრძნეებიც ისეთი ცნობილი ისტორიკოსების მიერაა აღდგენილი როგორებიც არიან პროკლე დობორჯგინიძე, ბახვა ბახვას ძე ბახვაძე, ინოკენტი ფოცხვერაშვილი, ბრძოლვერლდ სიკუნტრულიშვილი და სხვ. სიბრძნეების აღდგენა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ისინი ჟამთა სვლამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. საჭირო გახდა ზემოთხსენებული ხალხის ჩარევა, რათა ეს სიბრძნე და სიდიადე არ გაჰყოლოდა დროის მდინარის ნიაღვარს.
გულითად მადლობას ვუხდით ამ ხალხს დახმარებისთვის. ზევსი ამ სიკეთეს არ დაივიწყებს.

Tagged , , , , , , , , , , , ,

ცხენპუშკინას ისტორია

მითრიდატეჲს მონათხრობიდან:
ხალხო! ორადგილიანი ცხენპუშკინა თუ შეგხვდათ სადმე, იცოდეთ, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ სამადგილიანი ცხენპუშკინა ფრიად ზებუნებრივია. ამაში უეჭველი ზევსის ხელი ურევია:)))მინდა გაცნობოთ, რატომ არსებობს საერთოდ “ცხენპუშკინა”: იმიტომ რომ მე ხატვის ნიჭი არ მქონდა და ცხენქალას დახატავას რო ვლამობდი, შემთხვევით ისეთი სახე შემომეხატა, პუშკინს უფრო გავდა, ვიდრე ქალს, მერე ბაკებიც მივუხატეთ და გამოვიდა ცხენპუშკინა:))) არა, ზევსს რო არ ჩაეგონებინა, არ გამომივიდოდა არაფერი. მერე დიდამა ზევსმა შეჰქმნა სამადგილიანი ანუ ზებუნებრივი ცხენპუშკინა. მისი ისტორია ჯერ კიდევ გრძელდება:))

Tagged , ,

სიბრძნის ლექსიკონი – სიბრძნის წყარო

მოაზროვნე

ყოველგვარი სიტყვისა და სახელის განმარტება. ამ ლექსიკონში არის ბევრი სიბრძნე, ანუ სიბრძნის წყაროა. ამით ყოველივე უფრო ნათელი გახდება.

ზევსი – ზევსი, ღმერთი იგი დიდებული
ზევსა – ზევსის ნაირსახეობა, ზოგიერთ შემთხვევაში – ზევსის შვილი
ცხენქალა – ქალი მშვენიერი, ცხნის ტანით

ცხენპუშკინა – А. С. Лошадь, პოეტი, კუმირი ყოველთა
ქრცვინი – მღრღნელთა წარმომადგენელი
ორადგილიანი ცხენპუშკინა – ბუნებრივი არსება
სამადგილიანი ცხენპუშკინა – ზებუნებრივი არსება
ბანჯგვლიანი ღამე(ჲ) – ღამე შემოსილი ბანჯგვლით
მყვარი – მოყვარე
”მყვრისტყაოსანი” – პოემა, უცნობი ავტორის მიერ დაწერილი

ნიყუი – ნიყვი
ბანოვანნი – ბევრი ქალი ერთად, მანდილოსანნი, ქალნი კეთილნი
მითრიდატე – მეფეჲ და ბრძენი კეთილი
ციცერონი – ასევე მეფეჲ და ბრძენი კეთილი
ჲ – ი, მაღალმნიშვნელოვანი ბგერა, სიბრძნის სიმბოლო
ზევსის რისხვა – ელვა ანუ ჭექა-ქუხილი
გერცი – ჩვენი კუმირი, რეპერი
ზევსები – ბევრი ზევსები ერთად

სამყვრეთი – მყვართა საცხოვრისი
სიკვდილის ბუზი – ბუზი სიკვდილისა, რომელსაც უბედურება მოაქვს თან
მფრინავი ციყვი – მღრღნელთა ბელადი, ფრენის ნიჭით აღჭურვილი ციყვი
ჩამოზვავება – ბუნებრივი პროცესი, გამოწვეული ზევსის განრისხებით
ფიჩოსანი – (იხ. ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)
გერცევსი – ზევსისა და გერცის ფანი, ზოგიერთ შემთხვევაში – მათი შვილი
კვანტური ფილოსოფიის ფუძე – ფილოსოფიის ზეწარმომადგენელი
არესი – ინტერნეტის ღმერთი
საზევსეთი – ზევსთა სამეფო

Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,