Category Archives: ნარიყალა

ფაქტიურად, კურიოზი

ახლა, ერთი კურიოზი უნდა გაგიმხილოთ. ეს კურიოზი უბრალო კურიოზი კი არაა, არამედ ჭკუის სასწავლებელი კურიოზია.

წაიკითხეთ და ისწავლეთ ჭკუა!

ერთხელ, მე, მითრიდატეჲ და კიდევ, ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შატალოზე ნარიყალაზე ავედით (ოდესღაც, ჩვენ სამნი ”საძმოდ” ვიწოდებოდით) და რა თქმა უნდა, ლუდიც ავიტანეთ. მე ”ჰერცოგი” მქონდა (დაიმახსოვრეთ), მითრიდატეჲს – ”გერმანული”, ხოლო მესამე მეგობარს ლუდი საერთოდ არ ჰქონია. ამ დღეს, კარგად შევზარხოშდით მეც და მითრიდატეჲც, სავარაუდოდ. კი არ დავმთვრალვართ, მაგრამ ძალიან კარგ ხასიათზე მოვედით, როგორც ალკოჰოლს სჩვევია (ახლა იწყება კურიოზი).

მე ჩემი ”ჰერცოგის” ნარჩენებს ვწრუპავდი. მითრიდატეჲ თავის ”გერმანულს” შეექცეოდა. საერთო მეგობარს კი ნარიყალაზე ”ეძინა” (ამ დღის მერე, ერთი პერიოდი, ტრადიცია დამყარდა, რომ ნარიყალაზე ასულებს აუცილებლად უნდა ”დაგვეძინა”. მართლა კი არ გვეძინა ბალიშებით და საბნებით, უბრალოდ, ვწვებოდით, თვალებს ვხუჭავდით და ვითომ გვძინავს). სწორედ, ამ დროს უდიადესი სიბრძნე მიაწვა ჩემს გონებას. ლექსი უნდა მეთქვა. და ამოვთქვი:

ჩემი ”ჰერცოგი” მთავრდება ნელა-ნელა,
და ეს მზეც ჩადის!

წარმოიდგინეთ, ნარიყალა, სიმშვიდე, ხალიხია გარშემო და თან, რაც ყველაზე მთავარია, დღეა (რა დროს მზის ჩასვლაა)!!!!!!!!!! ატყდა ხარხარი. ეს რა იცის ხანდისხან სიმთვრალემა. აეუფ!

დასკვნა: თუ არ გინდათ მსგავსი სიბრძნეები თქვენც წარმოსთქვათ და გარშემო მყოფნი ”გეკაიფნონ”, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან ან იმათ დაალევინეთ მეტი.

Tagged , , , , , , , ,

ნარიყალა

შეუძლებელია თავი შეიკავო ისეთი მშვენიერი ადგილის აღწერისაგან, როგორიცაა ნარიყალა. ამ ისტორიული ადგილიდან ხომ მშვენიერი ხედი იხსნება საქართველოს დედაქალაქზე, თბილისზე. მოსჩანს სამება, მეტეხი, მტკვარი, ქართლის დედა, რუსთაველი, ევროპის მოედანი და უამრავი ნგრეული სახლი. ეს ყოველივე კი იმდენად რომანტიკულია, რომ მთელი თბილისის შეყვარებულებს ამ ადგილისაკენ იზიდავს და თბილ ამბორში სძირავს (თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ნარიყალაზე, ალბათ, მიხვდებოდით, რასაც ვგულისხმობ).

ქალაქური ატმოსფერო სუფევს ნარიყალაზე.

ეს ყოველივე რომ არც იყოს, ნარიყალა ხომ ჩვენი ანუ მითრიდატეჲსა და ჩემი, საყვარელი საშატალოვე ადგილია (იყო, საღაა ახლა შატალო… ფაფუ სკოლა!).

ჯერ კიდევ მაშვინ, როდესაც სკოლაში ვმოღვაწეობდით და ჩვენი სწავლით სასწავლო ნაწილის აღფრთოვანებას ვიწვევდით, ჩვენ დავდიოდით შატალოზე. დიახ, შკოლნიკის ნიღაბი საფარველი იყო ჩვენი შატალოსებრი ცხოვრებისა. ხოლო, ყოველი მიღებული 5-იანი კი, რომელიც კლასის ჟურნალში ჩვენი სახელების გასწვრივ ამაყად იდგა, წარსული დამსახურებების შედეგი და მოსავალი.
ნარიყალაზე ასვლა შემთხვევითი როდი გახლდათ. ეს თვით ზევსმა მიგვანიშნა.

ერთ უბრალო დღეს, მე-9 კლასში (უფ, რა დრო იყო ”შუშანიკის წამებას” რომ ”ვსწავლობდით”…), გადავწყვიტეთ შატალოზე წავსულიყავით. იმ დროს, ერთ ინტერნეტ კაფეს შევეჩვიეთ და ყოველ შატალოზე იქ მივბრძანდებოდით. ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვქონდა ჩვენ ამ ინტერნეტ კაფეში. კერძოდ, იაჰუ მესენჯერის ჩატში შევდიოდით და ხალხს ვეკაიფებოდით (უკომენტაროდ). სწორედ იმ დღეს, ჩვენ ნარიყალაზე გადავწყვიტეთ ასვლა (ეს მართლაც რომ ზევსმა შთაგვაგონა).

მე ერთხელ ვიყავი უკვე იქ, ხოლო მითრიდატეჲ, თუ სწორად მახსოვს (კაცს ღვინო უნდა უყვარდეს…), არა. გზას ადვილად მივაგენით, თუმცა, ბევრი ვიარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბევრი სიარულის შემდეგ დაინეგრა ასეთი ტრადიცია, რომ ნარიყალამდე და ნარიყალაზეც თითქმის ყოველთვის ფეხით მივდიოდით (და მივდივართ) ჩვენი სახლებიდგან. ავტობუსის ფულის ეკონომიას ვაკეთებდით (მერე იმ ფულს ლუდის ყიდვაში ვხარჯავდით) და თან ჯანმრთელობას ვიმატებდით (ჩვენგან ნარიყალა საკმაოდ შორსაა).

როდესაც იქედან ჩამოვედით, ინტერნეტ კაფეში მაინც წავედით. მაგრამ! მას შემდეგ ინტერნეტ კაფეში შატალოზე თითქმის აღარც კი წავსულვართ. ნარიყალა იქცა ჩვენს მუდმივ თავშესაფრად. ავიდოდით ხოლმე, ლუდს და ცოტა საჭმელს ავიტანდით და კარგად მოვილხენდით. ხანდახან, რომ ჩამოვიდოდით, იქვე ახლოს კარგი თონეა, იმ თონეში ან შოთს ვიყიდიდით ან ლობიანს ან კიდევ რამეს.

Tagged , , , , , , , ,

პატარა, არც ისე ნამდვილი ლეგენდა ნარიყალაზე…

ნარიყალა

ნარიყალა

ადრე, თურმე, ნარიყლას ციხის ადგილას კუნძული იყო. მას მდინარე მტკვარი გარს ერტყა და გაზაფხულზე მარტო ეს ადგილი გადაურჩებოდა ხოლმე დატბორვას.

ოთხი მგზავრი მიცურავდა გაზაფხულზე ჩერეზ მტკვარი: კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი და ზევსი. მათ იმედი გადაეწურათ, რომ ოდესმე ხმელეთს მიაგნებდნენ და გადაწყვიტეს გაყოფილიყვნენ. ზევსმა დასავლეთით გასცურა, ციკლოპმა აღმოსავლეთით, კენტავრმა ჩრდილოეთით, ადამიანმა კი სამხრეთით. თუ ვინმე მიწას ნახავდა, სხვებსაც წარიყვანდა და იქ დაისვენებდნენ. მოულოდნელად, საშიში შტორმი ატყდა, მდინარე ზღვასავით ღელავდა. ტალღები საშინლად ბორგავდნენ და ცამდე იტყორცნებოდნენ. ადამიანიც სწორედ ამ მორევში მოხვდა, გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა.
მეორე დილით ზევსს, ციკლოპს და კენტავრს, დათქმულ ადგილას რომ შეიკრიბნენ, გაუკვირდათ, ადამიანი რომ არ მოვიდა. თავიდან იფიქრეს, გადაგვაგდოო, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, სამხრეთით გაეცურათ და ენახათ, რა ბედი ეწია მოძმეს.
ბევრი იცურეს, ძალიან ბევრი და კუნძულს მოჰკრეს თვალი. ნაპირს რომ მიუახლოვდნენ, იქ უგონოდ მიგდებული ადამიანი დაინახეს. მოასულიერეს. ახალი კუნძული ძალიან მოეწონათ და დაარქვეს ნარიყალა. ჯერ კეციადზეს არქმევდნენ (კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი, ზევსი), მაგრამ სახელებს ინიციალები ამჯობინეს და გამოვიდა ნარიყალა (ნაღტარი, რინდგუმი, ყამუზარდი, ლაფოცი. ნაღტარი ციკლოპს ერქვა, რინდგუმი ზევსის ნიკი იყო სკაიპში, ყამუზარდი კენტავრს ერქვა და ლაფოცი, ანუ მოფერებით ღლაფოცი – ადამიანს).
ნუ, მერე იქ ციხე აშენდა და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.შ.
Tagged , , , , , , , , ,