Category Archives: კურიოზნი

დაცვისა და ბოტანიკური ბაღის ისტორია

ეს არის ფორთოხალი

ეს არის ფორთოხალი

დიდი ხანია აქ არაფერი დაწერილა, ამიტომაც მე, ციცერონმა, გადავიწყვიტე რაიმე გავიხსენო მითირდატეჲსა და ჩემი მოკლე ცხოვრებიდან და აქ განვათავსო.

როგორ მაყიდინა მითირდატეჲმ უყველო ხაჭაპური, მოვყვე? თუმცა, ეს არც ისე სასაცილო ისტორიაა. უგემური უფროა, ვიდრე სასაცილო.

როგორ გადავძვერით ბოტანიკურ ბაღში და დაცვამ კინაღამ დაგვიჭირა, ეგ თუ იცით? ძალიან მოკლეა და მგონი, არ ისე კურიოზული, მაგრამ მაინც მოვყვები.

ერთხელ, მე და მითრიდატეჲ ნარიყალაზე ვიყავით. გადავწყვიტეთ ბოტანიკურ ბაღში ჩავმძვრალიყავით, რადგან იქ ერთი ჩასაძრომი გზა ვნახეთ. გზაც გვაინტერესებდა და ბოტანიკურიც. გადმოცემით ვიცოდით, რომ ბაღში შესვლა ფასიანი იყო. ჩვენ, როგორც ფულის მზოგავებსა და შემდეგ, ლუდის მყიდველებს, არ გვინდოდა ფინანსების დახარჯვა. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ გადავმძვრალიყავით. ყოველივემ მშვიდობიანად და ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ჩავედით ბაღში. უეცრად, ამ დროს, საიდანღაც დაცვა გამოჩნდა! ჩვენ არ შევიმჩნიეთ და სვლა განვაგრძეთ. დაცვამ გაგვაჩერა. ოფლმა დაგვასხა. ბილეთი თუ გაქვთო? ამ დროს, კარგად მახსოვს, რამდენი აზრი მომიფირინდა ერთდროულად თავში.

”რა ბილეთი? აქ ბილეთებიც არის? ეს რა უბედურებაა! რაღა ჩვენ მოგვადგა ახლა ეს კაცი? რომ გვითხრას, დროზე ბილეთიო, რა ვქნათ? ხომ შეიძლება რომ ბილეთი გზაში გადაგვეგდო? თუ რამე გვითხრა, ბილეთი გზაში გადავაგდეთ… ასე რატომ იღიმის (ეს დაცვა თან საეჭვოდ იღიმოდა, ამან უფრო შეგვაშფოთა)? დაგვენძრა? არა, რა დაგვენძრა… მართლა თუ დაგვენძრა მერე რა ვქნათ? არ შეგვერგო ეს ბოტანიკური ბაღი. გუხმეს ფეხი ვინც ეს კაცი აქეთ გამოუშვა! ჯარიმა რომ გადაგვახდევინონ? ლუდს ვეღარ ვიყიდით? ოღონდ ეს არა! თუ გვეჩხუბება და აქედან გაგვიშვებს? ეგ ჯობია. მგონი იმ ხეზე ციყვი ზის.”

აი, ასეთმა აზრებმა გაიელვეს ერთ წამში ჩემს თავში. და მე ვრქუე დაცვასა: ”ბილეთნი გვაქვს ყოველივე კეთილად და პატიოსნად!” არ ვიცი, მე ვიყავი დამაჯერებელი თუ დაცვას შევეცოდეთ, მაგრამ აქ თავი დაგვანება; არც ბილეთის ჩვენება მოუთხოვია, არც არაფერი და თავის გზას არხეინად გაუდგა. აი, ასე იყო.

შვებით ამოვისუნთქეთ მე დე მითრიდატეჲმ. მას მერე ბოტანიკურში აღარ ჩავსულვართ, რადგან ის ჩასაცვლელი ამოქოლილი დაგვხვდა (მაგრამ ახლა ისევ ღიაა და ჩაძვრომა თავისუფლად შეიძლება).

Tagged , , , , , , , , , , , , ,

საიდუმლო კოდი

ეს კურიოზი სწორედ ამ წამს გამახსენდა და გადავწყვიტე ჩავწერო, რათა შემდეგ ისევ არ დამავიწყდეს. ძალიან სასაცილო კურიოზიც არაა, მაგრამ როგორც ჩვენი ცხოვრების ისტორიის ნაწილი, იგი აქ უნდა დავწეროთ.

მაშვინ, როდესაც ჯერ კიდევ ინტერნეტ კაფეში დავდიოდით შატალოებზე ჩვენი მისსიის შესასრულებლად მე და მითრიდატეჲ, გადაგვხდა ეს კურიოზი. ერთი ის, რომ, თუ სწორად მახსოვს, რაღაც ინტერნეტ კაფე აღმოვაჩინეთ, რომელსაც ნიტო ზევსი ერქვა ნიტო ზევსის რისხვა ჰქონდა ნიშანად. მოკლედ, კურიოზი იყო ეგეც.

ახლა, დავუბრუნდეთ თავდაპირველს. შევედით ინტერნეტ კაფეში, ჩავრთეთ კომპიუტერები და როგორც ყოველთვის იაჰუ მესენჯერის ჩატში შევედით, ვინმეზე რომ გვეკაიფა. შევედით და ვეღაცამ ეგრევე მოგვწერა. ჩვენც ისეთი ბრძენები ვიყავით, რომ ძალიან დიდი რიცხვი დავუწერეთ და ვუთხარით, ეგ რიცხვი შეინახე საიდუმლო კოდიაო. მერე, ასეთი რამეები კიდევ ბევრს გავუგზავნეთ და ძალიან ბევრიც ვიღადავეთ. სულ ეს იყო ჩვენი კურიოზი. არის ისეთი კურიოზიც, რომლეზეც მხოლოდ იმ მომენტში გეცინება, როცა იგი ხდება, ხოლო, რომ მოყვები იგი  მთელს იელფერს ჰკარგავს.

Tagged , , , , , , ,

ფაქტიურად, კურიოზი

ახლა, ერთი კურიოზი უნდა გაგიმხილოთ. ეს კურიოზი უბრალო კურიოზი კი არაა, არამედ ჭკუის სასწავლებელი კურიოზია.

წაიკითხეთ და ისწავლეთ ჭკუა!

ერთხელ, მე, მითრიდატეჲ და კიდევ, ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შატალოზე ნარიყალაზე ავედით (ოდესღაც, ჩვენ სამნი ”საძმოდ” ვიწოდებოდით) და რა თქმა უნდა, ლუდიც ავიტანეთ. მე ”ჰერცოგი” მქონდა (დაიმახსოვრეთ), მითრიდატეჲს – ”გერმანული”, ხოლო მესამე მეგობარს ლუდი საერთოდ არ ჰქონია. ამ დღეს, კარგად შევზარხოშდით მეც და მითრიდატეჲც, სავარაუდოდ. კი არ დავმთვრალვართ, მაგრამ ძალიან კარგ ხასიათზე მოვედით, როგორც ალკოჰოლს სჩვევია (ახლა იწყება კურიოზი).

მე ჩემი ”ჰერცოგის” ნარჩენებს ვწრუპავდი. მითრიდატეჲ თავის ”გერმანულს” შეექცეოდა. საერთო მეგობარს კი ნარიყალაზე ”ეძინა” (ამ დღის მერე, ერთი პერიოდი, ტრადიცია დამყარდა, რომ ნარიყალაზე ასულებს აუცილებლად უნდა ”დაგვეძინა”. მართლა კი არ გვეძინა ბალიშებით და საბნებით, უბრალოდ, ვწვებოდით, თვალებს ვხუჭავდით და ვითომ გვძინავს). სწორედ, ამ დროს უდიადესი სიბრძნე მიაწვა ჩემს გონებას. ლექსი უნდა მეთქვა. და ამოვთქვი:

ჩემი ”ჰერცოგი” მთავრდება ნელა-ნელა,
და ეს მზეც ჩადის!

წარმოიდგინეთ, ნარიყალა, სიმშვიდე, ხალიხია გარშემო და თან, რაც ყველაზე მთავარია, დღეა (რა დროს მზის ჩასვლაა)!!!!!!!!!! ატყდა ხარხარი. ეს რა იცის ხანდისხან სიმთვრალემა. აეუფ!

დასკვნა: თუ არ გინდათ მსგავსი სიბრძნეები თქვენც წარმოსთქვათ და გარშემო მყოფნი ”გეკაიფნონ”, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან ან იმათ დაალევინეთ მეტი.

Tagged , , , , , , , ,