ნარიყალა

შეუძლებელია თავი შეიკავო ისეთი მშვენიერი ადგილის აღწერისაგან, როგორიცაა ნარიყალა. ამ ისტორიული ადგილიდან ხომ მშვენიერი ხედი იხსნება საქართველოს დედაქალაქზე, თბილისზე. მოსჩანს სამება, მეტეხი, მტკვარი, ქართლის დედა, რუსთაველი, ევროპის მოედანი და უამრავი ნგრეული სახლი. ეს ყოველივე კი იმდენად რომანტიკულია, რომ მთელი თბილისის შეყვარებულებს ამ ადგილისაკენ იზიდავს და თბილ ამბორში სძირავს (თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ნარიყალაზე, ალბათ, მიხვდებოდით, რასაც ვგულისხმობ).

ქალაქური ატმოსფერო სუფევს ნარიყალაზე.

ეს ყოველივე რომ არც იყოს, ნარიყალა ხომ ჩვენი ანუ მითრიდატეჲსა და ჩემი, საყვარელი საშატალოვე ადგილია (იყო, საღაა ახლა შატალო… ფაფუ სკოლა!).

ჯერ კიდევ მაშვინ, როდესაც სკოლაში ვმოღვაწეობდით და ჩვენი სწავლით სასწავლო ნაწილის აღფრთოვანებას ვიწვევდით, ჩვენ დავდიოდით შატალოზე. დიახ, შკოლნიკის ნიღაბი საფარველი იყო ჩვენი შატალოსებრი ცხოვრებისა. ხოლო, ყოველი მიღებული 5-იანი კი, რომელიც კლასის ჟურნალში ჩვენი სახელების გასწვრივ ამაყად იდგა, წარსული დამსახურებების შედეგი და მოსავალი.
ნარიყალაზე ასვლა შემთხვევითი როდი გახლდათ. ეს თვით ზევსმა მიგვანიშნა.

ერთ უბრალო დღეს, მე-9 კლასში (უფ, რა დრო იყო ”შუშანიკის წამებას” რომ ”ვსწავლობდით”…), გადავწყვიტეთ შატალოზე წავსულიყავით. იმ დროს, ერთ ინტერნეტ კაფეს შევეჩვიეთ და ყოველ შატალოზე იქ მივბრძანდებოდით. ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვქონდა ჩვენ ამ ინტერნეტ კაფეში. კერძოდ, იაჰუ მესენჯერის ჩატში შევდიოდით და ხალხს ვეკაიფებოდით (უკომენტაროდ). სწორედ იმ დღეს, ჩვენ ნარიყალაზე გადავწყვიტეთ ასვლა (ეს მართლაც რომ ზევსმა შთაგვაგონა).

მე ერთხელ ვიყავი უკვე იქ, ხოლო მითრიდატეჲ, თუ სწორად მახსოვს (კაცს ღვინო უნდა უყვარდეს…), არა. გზას ადვილად მივაგენით, თუმცა, ბევრი ვიარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბევრი სიარულის შემდეგ დაინეგრა ასეთი ტრადიცია, რომ ნარიყალამდე და ნარიყალაზეც თითქმის ყოველთვის ფეხით მივდიოდით (და მივდივართ) ჩვენი სახლებიდგან. ავტობუსის ფულის ეკონომიას ვაკეთებდით (მერე იმ ფულს ლუდის ყიდვაში ვხარჯავდით) და თან ჯანმრთელობას ვიმატებდით (ჩვენგან ნარიყალა საკმაოდ შორსაა).

როდესაც იქედან ჩამოვედით, ინტერნეტ კაფეში მაინც წავედით. მაგრამ! მას შემდეგ ინტერნეტ კაფეში შატალოზე თითქმის აღარც კი წავსულვართ. ნარიყალა იქცა ჩვენს მუდმივ თავშესაფრად. ავიდოდით ხოლმე, ლუდს და ცოტა საჭმელს ავიტანდით და კარგად მოვილხენდით. ხანდახან, რომ ჩამოვიდოდით, იქვე ახლოს კარგი თონეა, იმ თონეში ან შოთს ვიყიდიდით ან ლობიანს ან კიდევ რამეს.

Tagged , , , , , , , ,
<span>%d</span> bloggers like this: