ლეკვი ანზორა

ლეკვი ანზორა

ლეკვი ანზორა

ეს იყო ტელევიზიასთან. მე და მითრიდატეჲ, სავარაუდოდ, სკოლაში მივდიოდით ფეხით (ან შესაძლოა, შატალოზეც კი), როდესაც წყურვილმა მიხმო. წყურვილმა ყოველთვის ტელევიზიის წინ ჩავლის დროს იცის ხოლმე ხმობა. ტელევიზიის შენობასთან, რომელიც, ალბათ, ყველამ იცით, არის/იყო მცირე წყარო. იქ თავისუფლად შეიძლება წყლის დალევა. სწორედ იმ წყაროსთან ავედით, რათა წყურვილის გრძნობა მომეკლა. წყლის დალევის შემდეგ დავინახეთ, რომ ვეღაც წყაზარი ჭაბუკი, ზუსტად ტელევიზიის შესასვლელთან, პატარა ლეკვს სურათს უღებდა. ლეკვიც მორჩილად იჯდა – არც გარბოდა, არც ცქმუტავდა.

დავინტერესდით ამ საოცარი ლეკვით, მივედით და აღმოვაჩინეთ, რომ იგი უპატრონო იყო. ეს ლეკვი იმდენად სასაცილო იყო, რომ გადავწყვიტეთ, სურათი გადაგვეღო. აი, ამ სურათზე, რომელსაც აქ ხედავთ სწორედ ის ლეკვია აღბეჭდილი. ლეკვი თამამად პოზიორობდა კამერის წინ და ყოველ დაძახებაზე თავს გვერდზე სწევდა. ასე უცნაურად, მრავლისმეტყველად გვიცქერდა იგი ჩვენ. მითრიდატეჲმ ლეკვს ანზორა უწოდა. მას მერე ის ლეკვი აღარ გვინახავს.
Tagged , , , , , ,

One thought on “ლეკვი ანზორა

  1. daliela ამბობს:

    საშინლად საცოდავი თვალები აქვს:(
    უხ გული დამეწვა რაა

დისკუსია დახურულია.

%d bloggers like this: