
მფრინავი ციყვი
მიანგრევს არე-მარესა,
მის მსგავსი არვის უნახავს,
არც ზევსსა და არცა გერცსა!
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ციყვი!
მფრინავი ციყვი
ზევსი
ზევსი – რა არის იგი? თუ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ვინ არის იგი? ზებუნებრივი არსი, თუ უბრალოდ ”ვსი”-ს აღმატებული ხარისხი (კაცი – ზეკაცი; ვსი – ზევსი)? ერთი კი ნათელია, ზევსი არის უბრალოდ ზევსი. და მის რისხვას მხოლოდ ერთი რამ თუ აღუდგება წინ – კამაზი.
ზევსის სახელობის სტუდია
ზევსმა გარდასჭდა ხელი ძლიერი
თვისსა რისხვათა ფრიად ძლიერთა,
ვერ გადურჩება მათ სულიერი,
თუ არ გასთელენ კამაზნი მათთა!
იმ ღამით, როს ესე ამბავი მოხდა, ცაზე იდგა ბადრი მთოვარე,
იმ ღამით ყოველი კაი წახდა, ზევსიც იყო ფრიად მგლოვიარე!
გადაეწყვიტათ სიკვდილის შვილებს ბანჯგვლთ სამეფოსი სრულად წაბილწვა,
შეკრბნენ ერთ დარბაზს, დაიწეყეს ბჭობა, დაიწყეს ფიქრი,
მზაკვრულ აზრთ ფრქვევა.სიკვდილის ბუზი გაგზავნა, მათ ერთხმად ეს გადაწყვიტეს,
რომელიც ჰბილწავს და ერთობ ანგრევს ყოლიფერს რაც შეხვდეს!
სიკვდილის ბუზი მიფრინავს საბანჯგვლეთისა მხარესა,
სისხლი იქნება დაღვრილი ამ ბედისწერის შავ დღესა!
შეიქმნა ომი ძლიერი ბანჯგვლების სამეფოშია,
სიკვილის ბუზი ანგრევდა, რაც იყო დასანგრევია,
მათ სიცოცხლეებს ზედ აჯდა, ბუზი ის, დიაღ, მსტოვარი,
ბანჯგვლებს შემუსვრა მოელით, საშველი არ გზის არ არის!
სიკვდილის ბუზსა უშიშრად ეძგერა მითრიდატეჲ,
ძალიანა კი ეცადა, ვერა დააკლო რამეჲ.
თუმც ძლიერება ბანჯგვლისა სიკვდილის ბუზსა სჭარბობდა,
შეცვლა ბედისა ბანჯგვლისა უკვე გვიან იქნებოდა.
ესეა ნათქვამი ოდითგან ოდით: ”ვინც ვერ გააწყოს ვეღარაფერი,
და ვერცა ბრძოლით და ვერცა გოდვით, თავისა თავზე ახი არისო!
კაცი სწავლული
”ბედი ბანჯგვლისას” ავტორი ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია. ჩვენამდე მისი ორი ვარიანტია მოღწეული. მეცნიერთა ვარაუდით იგი დიადი ციყვის დაწერილი უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის. ნაწარმოები ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. მასში ავტორი ოსტატურად აღგვიწერს ბანჯგვლთა სამეფოს წახდენის ისტორიას და არაერთ ისტორიულ ფიგურას მოიხსენიებს (მითრიდატე, ზევსი, სიკვდილის ბუზი). ნაწარმოების ბოლოსა და თავში კი ხალხური სიბრძნეებიცაა გამოყენებული. როგორც ჩანს, იმ დროში ფრიად მწიგნობარი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. დაწერის თარიღიც ასევე უცნობია, რადგან ციყვის მოღვაწეობის წლები ჯერ მეცნიერებს არ დაუდგენიათ და უცნობი ავტორისა ხომ მითუმეტეს. მიმდინარეობს მუხლჩაუხრელი მუშაობა. იმედია, მომავალში მოხდება თარიღის დადგენა, რასაც ჩვენს ერთგულ მკითხველს გაზეთ ”ფიჩოსან TIMES”-ში შევატყობინებთ.
ისტორიული მომიხილვა გააკეთა
პროკლე დობორჯგინიძემ